გამოცემა „7x7“ იუწყება, რომ ნოვოსიბირსკის საარჩევნო უბნებზე შესამჩნევი რიგები უკვე გაჩნდა. ჩიტაში, საარჩევნო უბნების წინ, გაძლიერებულია პოლიციის მეთვალყურეობა.
აქცია "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდებს, 12 საათამდე გამოვიდნენ საარჩევნო უბნებზე. ყველა, ვინც არ ეთანხმება კრემლის პოლიტიკას, ამ გზით შეძლებს შეხვდეს თანამოაზრეებს და დაინახოს, რომ ისინი მარტო არ არიან.
იდეა ეკუთვნის სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილ დეპუტატს „იაბლოკოდან“, მაქსიმ რეზნიკს.
მას მხარს უჭერდა მრავალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მათ შორის ალექსეი ნავალნი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.
17 მარტი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მესამე და ბოლო დღეა. დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ექსპერტები არჩევნებს აფასებენ, როგორც არათავისუფალს და არაკონკურენტულს. კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობის უფლება არცერთ რეალურ ოპოზიციურ კანდიდატს არ მიეცა.
კენჭისყრის პირველ დღეს, 15 მარტს, ამომრჩეველთა აქტივობამ 38%-ს გადააჭარბა, მეორე დღეს - 58%-ს. იყო საარჩევნო უბნებზე ცეცხლის წაკიდების და ბიულეტენების დაზიანების მცდელობები, როდესაც საარჩევნო ყუთები მელნით და მწვანე საღებავით შეღებეს.
რადიო თავისუფლება კენჭისყრისა და საპროტესტო აქციების მიმდინარეობას აკვირდება და ამბავს ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე განაახლებს.
ასევე ნახეთ
" ცეცხლოვანი ბიულეტენები"- რუსეთში შეჭრილი მოხალისეები არჩევნებში იარაღით მონაწილეობენ რუსები საქართველოდან სომხეთში მიდიან პუტინის წინააღმდეგ ხმის მისაცემად