საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ერთადერთი თამაშის მოგება აშორებს.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ევრო-2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში თბილისის "დინამო არენაზე" ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლა, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა (2:0) და ფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ მატჩს 26 მარტს გამართავს, ისევ "დინამო არენაზე". მისი მეტოქე კი ამაღამ გამოვლინდება, საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩში.