სომხეთში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ირაკლი კობახიძე (მარცხნივ) და ნიკოლ ფაშინიანი. ერევანი, 25 მარტი, 2024.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთშია. მისი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო დღეს, 25 მარტს.

სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძის მასპინძელი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია. შეხვედრის შემდეგ ისინი ერთად გააკეთებენ მედიისთვის განცხადებებს.

ასევე ნახეთ აზერბაიჯანი სომხეთს 4 სასაზღვრო სოფელს სთხოვს - ამაში ექცევა ერევანი-თბილისის გზაც

ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს.

კობახიძის ვიზიტების შესახებ

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ბრიუსელს ეწვია. 21 თებერვალს მისი პირველი საგარეო ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუტების სათავო ოფისებსა და ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა.

ასევე ნახეთ „კარგი ახალგაზრდა "ოცნების" ბუნების შესანიღბად“ - ბრიუსელში ახალ პრემიერს რეფორმების დაჩქარებაზე ელაპარაკნენ

შემდეგი ვიზიტით კი ის აზერბაიჯანს ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.

ასევე ნახეთ კობახიძე: მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება