9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი საქართველოს პარლამენტთან

საქართველოში პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. 35 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. ასობით დაშავდა.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ასევე ნახეთ

რადიკალები და წაქეზებული ბავშვები ბენზინიანი ბოთლებით - „9 აპრილი“ პროპაგანდის თვალით

ასევე ნახეთ

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი - დაკარგული დოკუმენტის ისტორია

ასევე ნახეთ

სისხლიანი აპრილის საგაზეთო ქრონიკა

ასევე ნახეთ

საქართველოს დამოუკიდებლობა - ორი „9 აპრილის“ პირმშო