ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან საქართველოს მთავრობის დაპირისპირებას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ გამოეხმაურა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე, გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ გუშინ, 2 მაისს, საქართველოს ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააუქმა აშშ-სთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია.
„ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს! ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა“, - დაწერა სააკაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა 2 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი განაცხადეს. შეხვედრებზე განსახილველ თემებში დასახელებული იყო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.
„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
ასევე ნახეთ დანიგანის თქმით, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვესამერიკელ დიპლომატს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი „დათქმით“ მიიწვიეს, რაც „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.
„გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა“, - განაცხადა საგარეო უწყებამ.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ „დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული“.
ასევე ნახეთ აშშ-ში იმ დათქმით მიგვიწვიეს, რომ კანონის განხილვა დროებით შეჩერებულიყო - საგარეოსტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, ვაშინგტონში 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა.
პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ 11 დღეში დატოვა თეთრი სახლი, თუმცა ეს ნაბიჯი შეთანხმებული იყო მომავალ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან.
ასევე ნახეთ კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი „ცრუ განცხადებებში“ დაადანაშაულა1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს.