ლიეტუვის პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

ლიეტუვის პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 12 მაისს ჩატარდა.

ლიეტუვის პრეზიდენტის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. 8 კანდიდატიდან მეორე ტურში გავიდნენ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.

ლიეტუვის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, 12 მაისს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ხმების 44% მიიღო, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ დაახლოებით 20%. მათი მონაწილეობით მეორე ტური 26 მაისს გაიმართება.

ამომრჩეველთა აქტივობამ 59,4% შეადგინა.