ევროკავშირის ხელმძღვანელობა დაბეჯითებით მოითხოვს, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკება 25 ივნისიდან დაიწყოს. ამის შესახებ წერს Politico, წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანამოსაუბრეთა თქმით, უკრაინელი და ევროპელი დიპლომატები აქტიურად მუშაობენ "კულისებში" და ცდილობენ უნგრეთის დარწმუნებას.
როგორც Politico აღნიშნავს, მოლაპარაკებების დაწყება დაეხმარება უკრაინას, რომელიც ორ წელიწადზე მეტია ებრძვის რუსეთს და დიდი ხანია მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. დეკემბერში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სამიტმა გადაწყვიტა ბლოკში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან და მოლდოვასთან. თუმცა ოფიციალური იურიდიული პროცედურა შეჩერებული იქნა უნგრეთის პოზიციის გამო.
სირთულეებს ქმნის უკრაინასა და უნგრეთს შორის არსებული პრობლემური ურთიერთობები, აზუსტებს Politico. ბუდაპეშტი კიევს ადანაშაულებდა უნგრული ეთნიკური უმცირესობის შევიწროებაში უკრაინის დასავლეთში.
ასევე ნახეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინაზე - ვკითხულობთ სტრიქონებს შორის