Spotify-მ მოხსნა უკრაინაში ომის მომხრე რუსი მუსიკოსების გვერდები და სიმღერები

Spotify-მ მოხსნა უკრაინაში ომის მომხრე რუსი მუსიკოსების გვერდები და სიმღერები.

სტრიმინგის სერვერმა Spotify-მ საიტიდან მოხსნა იმ რუსი შემსრულებლების გვერდები და სიმღერები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

მათ შორს არიან შამანი (იაროსლავ დრონოვი), ჩიჩერინა, პოლინა გაგარინა, გრიგორი ლეპსი, ოლეგ გაზმანოვი და როკ-ჯგუფი „ლიუბე.“ ეს ინფორმაცია გაავრცელა Telegram-ის არხმა, “მშობლიურმა ხმამ”.

ამ კვირის დასაწყისში ევროპის კავშირმა სანქციები დაუწესა გაგარინას და შამანს.

სხვა მომღერლები - ჩიჩერინა, გაზმანოვი და „ლიუბეს“ წამყვანი ნიკოლაი რასტორგუევი - 2022 წლის ოქტომბერში მოხვდნენ სანქციების სიაში, ხოლო ლეპსი - იმავე წელს, დეკემბერში.

Spotify-მ, სტრიმინგის უდიდესმა სერვერმა მსოფლიოში, რუსეთში საქმიანობა 2022 წლის აპრილში შეწყვიტა, უკრაინაში ომის დაწყების გამო.

ასევე ნახეთ

აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ბანკებსა და იარაღის ელემენტებზეა მიმართული - ვიქტორია ნულანდი

ასევე ნახეთ

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა