მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა - ინფორმაციას ოჯახის წევრებზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ლიანა ისაკაძე 1946 წელს დაიბადა და 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ ღამის სერენადები - ყველაზე ახლოს აფხაზეთთანმან 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. მას არაერთი პრემია და ჯილდო აქვს მიღებული.
ასევე ნახეთ ლიანა ისაკაძე - 70Your browser doesn’t support HTML5
თავისუფლების დღიურები - ლიანა ისაკაძე
ლიანა ისაკაძემ 1990 წელს გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.
ამასთან, ლიანა ისაკაძე სისტემატურად მართავდა კონცერტებს საქართველოში, მისი ხელმძღვანელობით ეწყობოდა მუსიკალური ფესტივალები.