რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებს არ მივეცით საზღვრის დარღვევის საშუალება

B-1B Lancer-ი და B-52 აშშ-ის და შვედეთის ერთობლივი სამხედრო მანევრებისას სტოკჰოლმის საჰაერო სივრცეში. 4 ივლისი, 2024 წელი

რუსეთის საჰაერო სივრცეში, ბარენცის ზღვის თავზე - ნორვეგიის ჩრდილოეთით - ინციდენტი მოხდა აშშ-ის და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს შორის.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო Tass-ი იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა - MiG-29-მ MiG-31-მა, აღკვეთეს აშშ-ის ორი - B-52N-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევა.

ამავე ცნობით, აშშ-ის თვითმფრინავებმა კურსი შეიცვალეს, როცა მათ რუსეთის თვითმფრინავები მიუახლოვდნენ.

ასევე ნახეთ დანიამ და შვედეთმა რუსეთის ელჩები გამოიძახეს, რადგან რუსეთის საჯაშუშო თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია
ასევე ნახეთ ბრძოლა შავი ზღვისთვის. როგორ ცდილობს რუსეთი შავი ზღვიდან ამერიკული ავიაციის განდევნას