შვეიცარიაში დაფუძნებულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ "ექიმები უსაზღვრებოდ" (MSF) 16 სექტემბერს განაცხადა, რომ იძულებულია შეწყვიტოს რუსეთში მუშაობა.
"დამძიმებული გულით გვიწევს დავხუროთ ჩვენი სამუშაო რუსეთში", - თქვა ჯგუფის რუსეთის პროგრამის ხელმძღვანელმა. "ჩვენი ორგანიზაციის მუშაობას წარმართავს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ნეიტრალობისა და სამედიცინო ეთიკის პრინციპები. ჩვენ საჭიროებიდან გამომდინარე ვეხმარებით", - დასძენს ის.
MSF რუსეთში 1992 წლიდან მუშაობდა. აგვისტოში ორგანიზაციამ იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო შეტყობინება, რომ ამოღებულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციათა რეესტრიდან.