„შეხვედრა პრეზიდენტის შუამავლობით 17 სექტემბერს გაიმართა და ეს სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა და მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, - თქვა გივი მიქანაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, შეუძლია მსგავსი შეხვედრების ორგანიზება.
„საქართველოს პრეზიდენტი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს უფლება, იყოს შეხვედრების ინიციატორი, ეს კონკრეტული შეხვედრა კი არ იყო რომელიმე პარტიის მხარდაჭერა. [შესაბამისად,] ჩვენ არ აღვიქვამთ, რომ ეს იყო კანონმდებლობის დარღვევა“, - ამბობს თათია ქინქლაძე, „სამართლიანი არჩევნების“ პროექტის კოორდინატორი.
ამ არჩევნებისთვის პრეზიდენტმა გაერთიანებისკენ მოუწოდა „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“. გუშინ, 19 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას გაერთიანებისკენ მოუწოდებს ასევე ნახეთ „გახარია საქართველოსთვის“: ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა ასევე ნახეთ გახდა თუ არა პარიტეტზე შეუთანხმებლობა გახარიასთან მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი? - ხაზარაძის პასუხი2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელია პარტიამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს.