პრეზიდენტმა 12 მსჯავრდადებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 მსჯავრდადებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
  • ცხრა მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა სასჯელისგან;
  • ორს პატიმრობის ვადა შეუმცირდა;
  • ერთი პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდა.

გუშინ, 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავდა. როგორც წესი, პრეზიდენტი შეწყალების აქტს მსგავს დღესასწაულებზე გამოსცემს ხოლმე.