ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ ხმები 53,065%-მდე გაიზარდა

არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

განახლება უბნების 99%-ის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხმები 54%-მდე გაიზარდა


დილის 8 საათისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2255 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.

პარტიების მონაცემები ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ - 53,065%;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,177%;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 9,852%;
  • „ძლიერი საქართველო“ - 8,998%;
  • „გახარია საქართველოსთვის“ - 8,228%;
  • „გირჩი“ - 3,214%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,525%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 0,752%.

აპარატების დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს ითვლიან იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდა.

3 111 საარჩევნო უბნიდან 2 263 უბანი მოდერნიზებულია, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ასევე ნახეთ კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები - რა ვიცით
ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგი