Amnesty მოუწოდებს ირანს, გაათავისუფლონ ირანელი ქალი, რომელიც პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტთან თითქმის სულ გაშიშვლდა

ირანის ხელისუფლებამ დააკავა სტუდენტი ქალი, რომელმაც ქვედა საცვლებამდე ყველაფერი გაიხადა უნივერსიტეტთან, ქუჩაში. თეირანი. 2 ნოემბერი, 2024 წელი

საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია Amnesty International-ი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ახალგაზრდა ქალი, რომელიც თეირანის უნივერსიტეტის შენობასთან თითქმის მთლიანად გაშიშვლდა შევიწროების წინააღმდეგ აშკარა პროტესტის ნიშნად.

ირანის ხელისუფლებამ სტუდენტი ქალი დააკავა 2 ნოემბერს, როცა მან ქვედა საცვლებამდე ყველაფერი გაიხადა უნივერსიტეტთან, ქუჩაში.

ვიდეოჩანაწერი პირველად გამოაქვეყნა სტუდენტურმა არხმა Amir Kabir-მა, შემდეგ კი უფლებადამცავმა ჯგუფმა Hengaw-მ, Amnesty International-მა და სხვებმა.

„გათავისუფლებამდე ხელისუფლებამ ის უნდა დაიცვას წამებისა და სასტიკი მოპყრობისგან, მას ასევე უნდა ჰქონდეს ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შესაძლებლობა“, - აცხადებს Amnesty. „ცემისა და სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ. დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული“, - წერს უფლებადამცავი ორგანიზაცია.

ასევე ნახეთ თეირანის უნივერსიტეტში დააკავეს სტუდენტი ქალი, რომელიც ნაწილობრივ გაშიშვლდა