ბრემენში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს საქართველოს 28 წლის მოქალაქე

ბრემენში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანული მედიის ცნობით, ბრემენში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

გამოცემა Bild-ი წერს, რომ 2024 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ბრემენის ერთ-ერთ უბანში მოკლეს 40 წლის კაცი. მკვლელობაში ბრალდებული კი პოლიციამ ახლა დააკავა.

ბრალდებულია 28 წლის კაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.

გამოძიება გრძელდება.