ოდესაზე რაკეტებით და დრონებით თავდასხმა იყო

მეხანძრეები აქრობენ ოდესაზე რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად ერთ-ერთ სახლში გაჩენილ ხანძარს. 2024 წლის 15 ნოემბერი

სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ოდესაზე შეტევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესას რაკეტებით და დრონებით გასულ ღამით შეუტიეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაჭრილებს შორის ორი ბავშვია.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, ეკლესია და სასწავლო დაწესებულება. დილის მონაცემებით, ლიკვიდირებულია ექვს სხვადასხვა ადგილას გაჩენილი ხანძარი.

ასევე ნახეთ რატომ გახდა საჭირო ანექსირებული ყირიმის დასაცავად დეპუტატებისა და საჯარო მოხელეების მობილიზება?