წალენჯიხის მერიამ უკანონო ქმედებად გამოაცხადა საახალწლო კონცერტის ჩასატარებლად მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი და ამ სამუშაოებისთვის გზის გადაკეტვა.
წალენჯიხა საქართველოს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მერიის ხელმძღვანელი თანამდებობები ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიკავეს. არჩეული მერი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია ხარჩილავა, 2024 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.
წალენჯიხის მერიაში დღეს, 27 დეკემბერს, განაცხადეს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰქონდათ შეთანხმება, რომ მერის გარდაცვალების და უკრაინაში წალენჯიხელი მებრძოლის დაღუპვის გამო საზეიმო კონცერტი არ ჩატარდებოდა, რადგან ეს ადგილობრივ მცხოვრებთა დიდი ნაწილის პოზიციაა, თუმცა ადმინისტრაციამ შეთანხმება დაარღვია.
კონცერტს ეწინააღმდეგებიან თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავების და მათზე სასტიკი ძალადობის გამოც.
წალენჯიხის ცენტრში გასამართი კონცერტისთვის დამონტაჟებულ სცენასთან დღეს საპროტესტო აქციაც გაიმართა. მონაწილეებს თან ჰქონდათ თბილისში ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები.
წალენჯიხის ცენტრში, სადაც საახალწლო კონცერტია დაგეგმილი, თბილისში ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები გამოაკრეს.
წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ბურდულმა ადგილობრივი პოლიციის უფროსს, ლევან კვირკვიას, მიმართა განცხადებით, რომ მუნიციპალიტეტში საღამოს 6 საათზე დაგეგმილი კონცერტი მერიასთან შეთანხმებული არ ყოფილა და შესაბამისად, არც სცენის მონტაჟის და ამ მიზნით გზის გადაკეტვის ნებართვა არ გაუციათ, ამიტომ, ეს ქმედებები უკანონოა და პოლიციამ კანონით გათვალისწინებულ ზომებს უნდა მიმართოს. მიუხედავად ამ მიმართვისა, სცენის მონტაჟი გაგრძელდა.
წალენჯიხაში საახალწლო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აწყობს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაცია იუწყება.
ადმინისტრაციის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ „ახალი წლის დღეების“ ფარგლებში გასამართი ღონისძიება წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე დღეს, 16 საათზე დაიწყება, „პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ, ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებს სანტა კლაუსი”, 18 საათზე კი დაიწყება „ღამის შოუს ბენდის“ და ანსამბლ „ფორტეს“ კონცერტი, რომელსაც „ფეიერვერკი დაასრულებს”.
ასევე ნახეთ ვინ იმღერებს და რამდენს გადაუხდიან თბილისის მერიის საახალწლო კონცერტზესაქართველოს მუნიციპალიტეტებში ხელისუფლების მიერ ორგანიზებული საახალწლო კონცერტები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე საზოგადოების ნაწილის პროტესტს იწვევს.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ამასთან, „ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში საპოლიციო ძალებმა აქციები არაერთხელ დაშალეს სპეცსაშუალებების გამოყენებით. დააკავეს 500-ზე მეტი პირი, მათგან 40-მდე სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით. ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის ათეულობით მონაწილეს. ძალადობა იყო მედიის წარმომადგენლებზეც.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„ვისაც არ დაეზარა, მუშტებს და წიხლებს მირტყამდა,15-20 წუთს გრძელდებოდა ეს ცემა“ - აქციაზე დაკავებული პროგრამისტი
„აბჯრიანმა რობოკოპმა მითხრა, ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო?“
მესმოდა „თავში ურტყით!“, „მოკალით!“ - როგორ სცემეს აქციაზე მეღვინე ძმებს
„დეტექტივი კარნახობდა, აგერ არის სხვა ოქმი და ეს გადაწერეო“ - გიორგი ბაგრატიონი აქციაზე დაკავების ამბავს ჰყვება
გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი