დღეს საღამოს, 29 იანვარს, 19:00 საათისთვის თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
„დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“, - ეს არის დღევანდელი აქციის ლოზუნგი.
დემონსტრანტები ითხოვენ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძისა და პირველი არხის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას.
„ხალხის ხმა დუღს, პირველი არხი დუმს“, - წერია ერთ-ერთ ბანერზე.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
საპროტესტო დემონსტრაციები უკვე 63-ე დღეა, მიმდინარეობს.
აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან
აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან