ანდრი სიბიჰა შესაძლოა პარიზში მარკო რუბიოს შეხვდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა. დავოსი, 23 იანვარი, 2025.

საფრანგეთმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა მიიწვია გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელზეც შეიძლება ჩავიდეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც, იტყობინებიან რამდენიმე მედიასაშუალების წყაროები.

Reuters-ის თანახმად, შეხვედრა პარიზში შედგება 12 თებერვალს, მასზე უკრაინაში მიმდინარე ომზე იმსჯელებენ. სააგენტოს თანახმად, შეხვედრაში რუბიოს მონაწილეობა ჯერ არ არის დადასტურებული.

სიბიჰას მიწვევის შესახებ მონაცემებს ადასტურებენ უკრაინის მედიასაშუალებები, მათ შორის „ინტერფაქს-უკრაინა“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი „სუსპილნე“.

როგორც BBC შენიშნავს, თუკი შეხვედრა შედგება, ეს შეიძლება იყოს უკრაინის წარმომადგენელთა მონაწილეობით უმაღლესი დონის პირველი მოლაპარაკებები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, რომელსაც დონალდ ტრამპი უდგას სათავეში.

ასევე ნახეთ შესაძლებელია თუ არა, რომ ტრამპმა უგულებელყოს უკრაინა და მის გარეშე მიაღწიოს პუტინთან შეთანხმებას?