ყოფილი პოლიციელი და ინსტრუქტორი, რომელიც 2 დეკემბრის შემდეგ თითქმის ყოველ დღე დადის საპროტესტო აქციაზე, პირველად ილაპარაკებს საჯაროდ სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე, პოლიციის აკადემიაში მომზადების პრობლემებზე, და იმაზეც, რატომ ფიქრობს, რომ პოლიტიკური ცვლილებები პირველ რიგში პოლიციელებისთვისაა პრინციპულად მნიშვნელოვანი
რატომ დატოვა შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორმა გიორგი გაბეხაძემ სამსახური? - პოდკასტი 2150
Your browser doesn’t support HTML5
პოლიციის აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა შსს-დან წამოსვლის პატაკი 2024 წლის 2 დეკემბერს დაწერა, თბილისში ხალხმრავალი პროევროპული აქციების დარბევის პარალელურად. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაბეხაძეს მაშინ „პირველი მერცხალი“ უწოდა