ვის (არ) იცავს სახალხო დამცველი? - პოდკასტი 2150

Your browser doesn’t support HTML5

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ხშირად არის უფლებადამცველების კრიტიკის სამიზნე - ხან იმის გამო, რომ არაფერს ამბობს, ხან იმის გამო, რასაც ამბობს; ხან იმისთვის, რასაც აკეთებს და ხანაც არ აკეთებს. 24 იანვრის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან სენსიტიური ინფორმაცია გაამჟღავნა, მის გადადგომასაც ითხოვენ.

ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე, ეკატერინე სხილაძე და შსს-ს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ნინო ლაპიაშვილი ილაპარაკებენ ყველა იმ პრეტენზიაზე, რაც უფლებადამცველებს სახალხო დამცველის მიმართ აქვთ და ახსნიან, რატომ ეხება ეს თითოეულ მოქალაქეს.