აცრის მიმართ კრიტიკული რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს

აშშ-ის სენატის მიერ 13 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დამტკიცებული რობერტ ფ. კენედი უმცროსი (მარჯვნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 23 ოქტომბერი, 2024 წელი

აშშ-ის სენატმა, რომელშიც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს აქვთ უმრავლესობა, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობაზე რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი დაამტკიცა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილს - ცნობილს როგორც RFK Jr. - 52 სენატორმა დაუჭირა მხარი, 48 წინააღმდეგი იყო.

კენედი უხელმძღვანელებს სამინისტროს, რომელშიც 80 ათასი ადამიანი მუშაობს და რომელსაც 1,7 ტრილიონიანი ბიუჯეტი აქვს.

RFK Jr.-ის წინააღმდეგ ხმა მისცა ერთმა რესპუბლიკელმაც - სენატის უმრავლესობის ყოფილმა თავმჯდომარე მიჩ მაკონელმა, რომელმაც ბავშვობაში პოლიომიელიტი გადაიტანა.

დემოკრატები ერთხმად ეწინააღმდეგებოდნენ კენედის კანდიდატურას.

ასევე ნახეთ აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცა ტალსი გაბარდი