საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ხვალ, 28 თებერვალს, უამინდობის გამო ზოგიერთი რეისი უქმდება. შესრულდება მხოლოდ შემდეგი რეისები:
- №802/801, თბილისი-ბათუმი-თბილისი;
- №804/803, თბილისი-ბათუმი-თბილისი.
28 თებერვალს უქმდება ოთხი რეისი, კერძოდ:
- №870/869, თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
- №3874/873, თბილისი-ფოთი-თბილისი;
- №618/617, თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
- №686/685, თბილისი-ბორჯომი-თბილისი.
კომპანია განმარტავს, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება, ხოლო გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მოქალაქეებს სრულად აუნაზღაურდებათ.
ასევე ნახეთ მსხვერპლი, მოწყვეტილი სოფლები, დანგრეული სახლები - ბოლო ამბები სტიქიაზესაქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 23 თებერვლიდან მოსული დიდი ნალექის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. მოსახლეობის ნაწილი პირველადი საჭიროებების გარეშეა დარჩენილი.
ასევე ნახეთ სამაშველო სამსახურმა გუშინ სამი თოვლმავალი იყიდა