დღეს, თბილისის დროით 09:26 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ში, მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე იყო 5.1 მაგნიტუდა.
მიწისძვრა იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზეც.
„ეპიცენტი დაახლოებით სპიტაკთანაა, პან-ბაქსევანის რღვევა“, - წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე.