საფრანგეთი რუსული აქტივებიდან უკრაინას 195 მილიონი ევროს იარაღს დაუფინანსებს

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა ბრიუსელში 6 მარტს.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის, სებასტიან ლეკურნუს თქმით, საფრანგეთი რუსული აქტივებიდან მიღებული განაკვეთით უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღებას დაუფინანსებს.

საფრანგეთი ასევე გეგმავს, უკრაინას გადასცეს ძველი წარმოების საბრძოლო საშუალებები, როგორებიცაა AMX-10RC ტიპის ჯავშანმანქანები და სატრანსპორტო საშუალებები.

"გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსული განაკვეთის წყალობით, 195 მილიონი ევროს ღირებულების სახსრებს გამოვყოფთ", - უთხრა ლეკურნუმ გაზეთ La Tribune-ს და დასძინა, რომ ამ ფულს გამოიყენებენ 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვებისა და საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ბომბების შესაძენად.

გასულ წელს დიდი შვიდეული შეთანხმდა, რომ უკრაინას $50 მილიარდის სესხს გადასცემდნენ, რასაც კიევი დასავლეთში გაყინული $300 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივების შემოსავლიდან გადაიხდიდა.

ასევე ნახეთ

ფრანგული ატომური ქოლგა და გერმანული 500 მილიარდი - ევროპის „წყალგამყოფი მომენტი“ევროკავშირს შეუძლია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის სახით გამოიყენოს რუსეთის აქტივებიევროკავშირის სამიტზე საუბარი იყო როგორც უკრაინის შეიარაღებაზე, ისე ევროკავშირში გაწევრიანებაზე - ზელენსკი ლავროვი: მაკრონი რუსეთს ემუქრება, მოსკოვი უკრაინაში ნატოს ჯარების წინააღმდეგიაევროკავშირი საგანგებო სამიტზე ევროპის გადაიარაღებაზე იმსჯელებსმაკრონის თქმით, მოსაფიქრებელია, გავრცელდეს თუ არა საფრანგეთის ბირთვული ქოლგა ევროპელ პარტნიორებზეჟან-ნოელ ბარო: ნაწილობრივი ზავი გაგვაგებინებს, მზად არის თუ არა პუტინი სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის"უკრაინის უსაფრთხოება მთელი ევროპის ინტერესებშია" - ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მაკრონის და სტარმერის წინადადებაა უკრაინასა და რუსეთს შორის პირველ ეტაპზე ერთთვიანი ზავისტარმერი: ლონდონი, პარიზი და კიევი სამშვიდობო გეგმაზე იმუშავებენ