შვეიცარიას აშშ-სთან მოლაპარაკება სურს პოტენციური გადასახადების საკითხზე

შვეიცარიის პარლამენტის შენობა, ბერნი

შვეიცარია ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ პოტენციურ გადასახადებს და სურს მოლაპარაკება გამართოს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან - აცხადებს შვეიცარიის მთავრობა ოთხშაბათს.

ეკონომიკის საკითხების სახელმწიფო სამდივნო (SECO) განცხადებაში წერს, რომ შვეიცარიასა და აშშ-ს ახლო ეკონომიკური პარტნიორობა აკავშირებთ. ბერნი აცხადებს, რომ სურს შეინარჩუნოს "საუკეთესო საბაზრო წვდომა".

"შვეიცარიას კვლავ სურს ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების გამართვა, საიმისოდ, რომ კიდევ უფრო განმტკიცდეს და გაღრმავდეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირები" - აცხადებს SECO, სააგენტო როიტერსის თანახმად.

ასევე ნახეთ

ტრამპის მუქარის შემდეგ კანადამ შეაჩერა აშშ-ისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდატრამპმა 50%-იანი ტარიფები გამოაცხადა კანადიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზეჩინეთმა საპასუხო ტარიფები გამოაცხადა კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზეტრამპმა ისევ ერთი თვით შეაჩერა კანადისა და მექსიკისთვის საბაჟო ტარიფების ამოქმედებატრამპი კონგრესში - იმედები უკრაინისთვის და სატარიფო ომები