მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დრონებით შეუტიეს - იწვის ნავთობის ბაზა ტუაფსეში

დრონით თავდასხმის შედეგი მოსკოვის ოლქში

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ამ კვირაში მეორედ დაესხნენ თავს დრონებით, ამ დროისთვის დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი ოთხი დრონის განეიტრალება შეძლეს, დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილს სპეციალისტები ადგენენ.

ტელეგრამის არხი ASTRA თვითმხილველის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მოსკოვის უკიდურეს სამხრეთში, საცხოვრებელი კომპლექსის რაიონში აფეთქება ჩანს.

აფეთქება იყო ბალახიტშიც. ადგილობრივებმა ნახეს, სავარაუდოდ, ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევები.

საცხოვრებელი სახლის აფეთქების შესახებ იუწყებიან დოლოგომილოვოს რაიონშიც.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა მგზავრებისა და რეისების მიღება შეწყვიტა.

11 მარტს მოსკოვისა და მოსკოვის ოლქზე სამასზე მეტი დრონით თავდასხმა მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი.

კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში, შავი ზღვის სანაპიროზე დრონებით იერიშის შედეგად ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა, ინფორმაციას მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, აალდა ბენზინის ერთი რეზერვუარი, ხანძარი ათას კვადრატულ მეტზე მეტ ფართობზეა გავრცელებული, ადგილზე 120 მეხანძრე და 39 ერთეული ტექნიკა მუშაობს

კონდრატიევის მონაცემებით არავინ დაშავებულა.

ასევე ნახეთ

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს სამოცზე მეტი დრონით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლირუსეთში ისევ დრონებით შეუტიეს „როსნეფტის“ ქარხანასახალი იერიშები და სუჯის ცენტრში შეჭრა - როგორ „უპასუხებს“ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას რუსეთის არმიამ დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით კვლავ დაარტყა უკრაინას. ერთ-ერთი სამიზნე ისევ ოდესა იყო რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე112 დრონი და 2 „ისკანდერი“ - უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვანავთობსადენი და, სავარაუდოდ, ქარხანაც - რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევა იყორუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა