პესკოვი უარყოფს, რომ კელოგი მოლაპარაკებებს რუსეთის მოთხოვნით ჩამოაშორეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კით კელოგი, მოსკოვის მოთხოვნით ჩამოაშორეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების პროცესს.

„არა, არ შემიძლია დადასტურება, ალბათ, აბსურდული იქნებოდა წარმოდგენა, რომ რუსეთის მხარეს შეუძლია ამერიკის შიდა საქმეებში ჩარევა - უმცირესი განზრახვაც არ გვაქვს“, - თქვა პესკოვმა.

სააგენტო "ინტერფაქსის" მიერ მოყვანილი პესკოვის ციტატის თანახმად, „ურთიერთპატივისცემიდან გამომდინარე“ რუსეთი არ ჩაერევა ამერიკის „შიდა სამზარეულოში“.

„ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ დანიშნონ, ვინ - არა, ამიტომ არა: საერთოდ არ შემიძლია დაგიდასტუროთ“, - თქვა პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებს ჩამოაშორეს, რუსეთის წინააღმდეგობის გათვალისწინებით, ინფორმაცია NBC News -მა აშშ-ის ადმინისტრაციასა და რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა.

ასევე ნახეთ NBC: საგანგებო წარმომადგენელი კელოგი მოლაპარაკების პროცესს რუსეთის მოთხოვნით ჩამოაშორეს

ტელეკომპანიასთან საუბარში წყარო რუსეთიდან ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კელოგი ძალიან პროუკრაინულად განწყობილად მიიჩნია.

კელოგის ოფისმა კომენტარზე უარი განაცხადა.

80 წლის კით კელოგი დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერია, მას ტრამპის პრეზიდენტობის პირველ დავაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა უკრაინაში, კით კელოგმა 20 თებერვალს კიევში შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა „მეომარი ქვეყნის მამაცი ლიდერი“.

კელოგმა ამჯერადაც გაიმეორა, რომ „ნამდვილად აღფრთოვანებულია ზელენსკით“.

ასევე ნახეთ

კით კელოგი: აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სჭირდებააშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ზელენსკის „მეომარი ქვეყნის მამაცი ლიდერი“ უწოდაზელენსკი კიევში შეხვდა კელოგს, მაგრამ ამერიკული მხარის თხოვნით ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდაAxios: ამერიკელებმა უკრაინას წარუდგინეს განახლებული შეთანხმება ბუნებრივი რესურსების შესახებზელენსკი ტრამპის სამიზნედ - რატომ დაიძაბა უკრაინისა და აშშ-ის ლიდერების ურთიერთობა?