გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 2,5 მლნ ლარზე მეტი გამოიყო

სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი, სოფლები გარესამყაროს მოსწყდა, შენობები დაინგრა.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 2 569 048 ლარი გამოიყო. დოკუმენტს მთავრობის სახელით ხელს აწერს ირაკლი კობახიძე.

გამოყოფილი თანხა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე განაწილდება:

  • ოზურგეთი - 1 228 062 ლარი;
  • ჩოხატაური - 794 968 ლარი;
  • ლანჩხუთი - 546 018 ლარი.
ასევე ნახეთ მსხვერპლი, მოწყვეტილი სოფლები, დანგრეული სახლები - ბოლო ამბები სტიქიაზე

თებერვლის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა თოვლმა პრობლემები შექმნა. სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი, სოფლები გარესამყაროს მოსწყდა, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა, დაზიანდა ათობით სახლი.