ოდესაზე დრონებით შეტევა იყო

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მეხანძრე აქრობს ოდესაზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად გაჩენილ ხანძარს.

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 16 აპრილს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, რამდენიმე მისამართზე სახლებში ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია სასაწყობე შენობებიც.

წინასწარი მონაცემებით, დაშავდა სამი ადამიანი.

ასევე ნახეთ ზელენსკი ოდესაში შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს

15 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესაში იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე. მან უკრაინას ნატოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.