პოლონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 8 ქართველ სამართალდამცველს

"...პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს“.

პოლონეთმა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურის 8 წარმომადგენელს სანქცია დაუწესა.

კერძოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქართველოში ოპოზიციის მზარდი რეპრესიების პასუხად, პოლონეთმა სამართალდამცავი სტრუქტურების რვა წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაზე, აუკრძალა პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლა. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს“.

ასევე ნახეთ

"ბარათი დამებლოკა" VS "სანქციები არ მუშაობს" - რა ძალა აქვს ბრიტანეთის სანქციებს საქართველოში„ოცნების“ ლიდერები, მოსამართლეები, ამაღლობელის საქმის ფიგურანტები - ლიეტუვის სანქციები 102 ადამიანს შეეხობრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა გენპროკურორს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს“ივანიშვილს აშფოთებს, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება რეალობად იქცეს” - ჯეიმს მაკკლირი ბრიტანულ სანქციებზედიდმა ბრიტანეთმა ჩინჩალაძესა და მურუსიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა