ისინი მონაწილეობდნენ პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანის მთავარი კონკურენტის, სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებით გამოწვეულ დემონსტრაციებში.
189 ადამიანის, მათ შორის, ჟურნალისტების, სტუდენტებისა და აქტივისტების სასამართლო პროცესები სტამბოლის მთავარი სასამართლოს ორ, ხალხით გადატვირთულ დარბაზში მიმდინარეობდა.
ასევე ნახეთ დაძლევს თუ არა ერდოანი თავისი მეტოქის დაკავების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას?საპროტესტო აქციები თურქეთში 19 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც დააკავეს სტამბოლის მერი, თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, 53 წლის ექრემ იმამოღლუ. მას ბრალად კორუფცია და ტერორიზმის ხელშეწყობა ედება.
დემონსტრაციების დროს 1400-ზე მეტი პირი დააკავეს. მიიჩნევა, რომ ეს საპროტესტო ტალღა ერთ-ერთი ყველაზე დიდ გამოწვევაა ერდოანის ხანგრძლივი მმართველობის განმავლობაში.
Human Rights Watch-მა (HRW) დაგმო სასამართლო პროცესები, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და ბრალდებებს დემოკრატიულ ნორმებთან შეუთავსებელი უწოდა.
პროცესების დაწყების წინ სასამართლოს წინ შეიკრიბა მშობლებისა და მხარდამჭერების მცირე ჯგუფი რომლებიც სკანდირებდნენ „ჩვენ გვინდა სამართალი ჩვენი შვილებისთვის“.
ასევე ნახეთ ერდოანმა თურქეთის ოპოზიციის ლიდერს უჩივლა და მისგან 13 000 დოლარს ითხოვს სიტყვა "ხუნტისთვის"HRW-მ განიხილა ბრალდებები 650 დემონსტრანტის წინააღმდეგ, რომლებიც „პროტესტთან დაკავშირებულ დანაშაულებში არიან ბრალდებულები“ და აღნიშნა, რომ 120-ს ბრალი წაუყენეს რვადღიანი საპროტესტო აკრძალვის შემდეგ ჩატარებული შეკრებებისთვის.
პოტენციური სასჯელი ექვსი თვიდან ხუთ წლამდე მერყეობს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მტკიცებულებები სუსტი ჩანს. ერთ შემთხვევაში იარაღად მოხსენიებული იყო ქვა, რომელიც სავარაუდოდ ეჭირა მომიტინგეს.