ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ ოდესაში ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები, სკოლის შენობა და სუპერმარკეტი.
განახლება: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დილის ცხრის ნახევრისთვის გაავრცელა ცნობა, რომ ოდესაში დაშავებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.
დრონებით შეტევა იყო ხარკოვზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმამ ხანძრები გამოიწვია ქალაქ ხარკოვის კიევის რაიონში. სხვა შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
ასევე ნახეთ მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია თანახმაა უკრაინას 50 მილიონი დოლარის იარაღი მიჰყიდოს ასევე ნახეთ „ისევ მანიპულაციის მცდელობა", - ზელენსკი პუტინის მორიგ ზავზერუსეთი უარს ამბობს პირველ ეტაპზე 30-დღიან ზავზე, რომელსაც უკრაინა მარტში დასთანხმდა აშშ-ის წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებაზე. მას შემდეგ კიევმა არაერთხელ განაცხადა ცეცხლის, სულ მცირე, 30 დღით შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ, რათა საფუძველი შეიქმნას რეალური დიპლომატიისთვის.
პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რუსეთს „სააღდგომო ზავი" ჰქონდა გამოცხადებული 19-დან 21 აპრილამდე. ამ პერიოდში უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში.
28 აპრილს კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ პუტინის გადაწყვეტილებით, ზავი ცხადდება „გამარჯვების მე-80 წლისთავის დღეებში“, 8 მაისიდან 11 მაისამდე. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილებას მანიპულაციის მორიგი მცდელობა უწოდა.
ასევე ნახეთ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მუდმივი ზავი სურთ ასევე ნახეთ ტრამპი უკრაინასთან ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმებით 350 მილიარდ დოლარზე მეტის მიღებას ელოდება