ტატო კოტეტიშვილის ფილმმა "წმინდა ელექტროენერგია" საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო გერმანიაში გამართულ goEast-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ფესტივალის გამარჯვებულები როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში ვისბადენში დღეს, 1 მაისს გამოვლინდნენ.
"წმინდა ელექტროენერგია" ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო მხატვრული ფილმია, რომელიც ასევე აღინიშნა ოქროს ლეოპარდით იტალიაში, ლოკარნოს კინოფესტივალზე, სადაც მისი პრემიერა გაიმართა.