ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმში პირველი ავიარეისი გადაიდო უკრაინული დრონებით იერიშის გამო

საილუსტაციო ფოტო: ავიაკომპანია "იკარის" თვითმფრინავი

პირველი ავიარეისი, რომელიც 6 მაისს ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის აღდგენილ აეროპორტში უნდა შესრულებულიყო, გადაიდო უკრაინული დრონებით შეტევის გამო.

ავიაკომპანია „იკარის“ თვითმფრინავი ჩკალოვის სახელობის აეროპორტიდან 6 მაისს ადგილობრივი დროით 17:50 საათზე უნდა აფრენილიყო. გაფრენა რამდენჯერმე გადაიდო რუსეთის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვების გამო. მიზეზი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში გახდა, რის გამოც რამდენიმე აეროპორტის მუშაობა შეჩერდა.

ბოლო ინფორმაციით, რეისი დღეს, 7 მაისს 12:50 წუთზე უნდა შესრულდეს.

განახლება: მოგვიანებით ჩკალოვის სახელობის აეროპორტის საინფორმაციო დაფაზე გამოჩნდა შეტყობინება რეისის გაუქმების თაობაზე.

სოხუმის აეროპორტმა მუშაობა 1 მაისს განაახლა, მოსკოვიდან პირველი რეისი ავიაკომპანია „ЮВТ аэро“- მ შეასრულა.

რუსეთის ხელისუფლება სამარშრუტო ქსელის გაფართოებას გეგმავს, გათვალისწინებულია სოხუმში ფრენა რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ფრენების დაწყება დაგმო ევროკავშირმა.

ასევე ნახეთ

ევროკავშირი გმობს ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის რეგულარული ავიარეისების დაწყებასმოსკოვიდან სოხუმში პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან რეგულარულ ავიამიმოსვლას დღეიდან იწყებსდავითაშვილი სოხუმში ფრენებზე: საქართველოსთვის მიუღებელია. "პოზიცია მკაფიოდ გამოხატულია საჯაროდაც"სოხუმში შესაძლოა სანქცირებულმა რუსულმა „აეროფლოტმაც“ იფრინოს