„ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და რა თქმა უნდა, ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად, აღინიშნება ეს დღე. მინდა, ყველა ვეტერანს მივულოცო ეს დღე“, - თქვა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ გამარჯვების დღე: 8 მაისი თუ 9 მაისი? როდის უნდა აღვნიშნოთ8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვების 80-ე წლისთავს აღნიშნავს.
გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე, შეწყდა ოფიციალურად. ამ დროს მოსკოვში, ისევე როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში, 9 მაისის 01:01 საათი იდგა. 9 მაისს გამთენიისას გადმოსცა რადიომ თბილისშიც, რომ ომი დამთავრდა.
რამდენიმე წელია, პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო სექტორის ნაწილი მოითხოვს, საქართველომ ნაციზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშნოს. ამის არგუმენტია ის, რომ ქვეყანამ არჩევანი გააკეთოს და ეს დღე დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად აღნიშნოს, რითაც იდეოლოგიურად გაემიჯნება საბჭოური, რუსული ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობას.
ასევე ნახეთ პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს