სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები „ძალიან კარგად“ შეაფასა და თქვა, რომ ცვლილებებს „მეგობრული, მაგრამ კონსტრუქციული მიდგომით“ ათანხმებენ.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო ომის მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკაში ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 145%-იანი ტარიფები დააწესა. ჩინეთმა პასუხად აშშ-ის ზოგიერთ საქონელზე 125%-იანი ტარიფები შემოიღო.
ასევე ნახეთ აშშ-ის მიერ ჩინურ იმპორტზე დაწესებული ტარიფის ახალი კოეფიციენტი 145%-ია - თეთრი სახლირამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ, ორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ჟენევაში ხვდებიან.
ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის გარდა, მოლაპარაკებებზე სხვა ბევრი არაფერია ცნობილი. ერთმანეთს ჩინეთის ვიცე-პრემიერი ჰე ლიფენგი და აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ხვდებიან.
ასევე ნახეთ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი