გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია უკრაინის სამი მოქალაქე მამაკაცი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის დაკვეთით, გერმანიაში, სატვირთო ტრანსპორტზე თავდასხმის მომზადებაში.
გერმანული მაუწყებელი DW პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ორი უკრაინელი 9-13 მაისს გერმანიაში დააკავეს, ხოლო ერთი - 14 მაისს, შვეიცარიაში.
პროკურატურის თანახმად, ისინი გეგმავდნენ უკრაინაში გაეგზავნათ ამანათები ასაფეთქებელი მოწყობილობებით, რომლებიც ტრანსპორტირების დროს, გერმანიაში უნდა ამოქმედებულიყო.
საქმეს სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური უწყება იძიებს.
ასევე ნახეთ პოლონეთი რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს ვარშავის სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენაში