მისი ინფორმაციით, მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.
თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი 14 მაისს გადავარდა. ავტომანქანაში მყოფი ოთხი ადამიანიდან ერთმა გადმოსვლა მოასწრო და მაშველების დახმარებით მდინარიდან ამოვიდა. ერთის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო ოპერაციაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
ასევე ნახეთ მტკვარში იპოვეს 44 დღის წინ გაუჩინარებული გოგოს ცხედარისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს ასევე ნაპოვნია ქალის და მამაკაცის ცხედრები, რომლებიც ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
14 მაისს, ღამით ცნობილი გახდა, რომ მტკვარში გადავარდნილ ავტომობილში მყოფთა ძებნისას მაშველებმა იპოვეს 1 აპრილს გაუჩინარებული, 21 წლის აითაჯ მამედოვას ცხედარი.
მამაკაცზე, რომლის ცხედარიც ასევე ნაპოვნია, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
ასევე ნახეთ „გიდასტურებთ, ისაა“, - 44 დღის წინ გაუჩინარებული აითაჯის ცხედარი მტკვარში სხვა დაღუპულების ძებნისას იპოვეს