რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია. გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა, დღეს, 22 მაისს გამოცხადდა.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 18 მაისს ჩატარდა, ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი დამარცხდა ბუქარესტის მერთან, პროევროპელ ნიკუშორ დანთან.
ნაციონალისტური პარტიის, AUR-ის ლიდერმა ჯორჯე სიმიონმა არჩევნების შედეგები, გაყალბების მოტივით, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა და გაუქმება მოითხოვა.
ასევე ნახეთ „რუსეთო, რუმინეთი შენ არ გეკუთვნის“ - რას ნიშნავს პროევროპელი ლიბერალის გამარჯვება რეგიონისთვის, საქართველოსთვისრუმინეთში 2025 წლის მაისში ჩატარებულ ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს წინ უძღოდა 2024 წლის ბოლოს გამართული არჩევნების შედეგების გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
სასამართლომ შედეგები 2024 წლის დეკემბერში, მას შემდეგ გააუქმა, რაც ცნობილი გახდა, რომ პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატის, აუტსაიდერად მიჩნეული კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ კამპანიაში რუსეთი ჩაერია.
ასევე ნახეთ ჯერ პირველი ტურის შედეგები გააუქმეს, შემდეგ კანდიდატი აკრძალეს... რა უნდა ვიცოდეთ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე