სამხრეთ კორეაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

სამხრეთკორეელი მაშველები სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის რაიონში. 2025 წლის 29 მაისი

სამხრეთ კორეაში კატასტროფა განიცადა სამხედრო-საზღვაო ძალების თვითმფრინავმა, რომელშიც 4 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კატასტროფის რაიონში ნაპოვნია 3 ცხედარი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

სამხრეთ კორეის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, საპატრულო თვითმფრინავი P-3 ქალაქ პოჰანში მდებარე ბაზიდან აფრენის შემდეგ ექვს წუთში, ადგილობრივი დროით დღის ორი საათისთვის ჩამოვარდა ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით.

სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი მთიან რაიონში ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

განახლება: დღის მეორე ნახევარში სამხრეთ კორეის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფი ოთხივე ოფიცერი დაიღუპა.

ასევე ნახეთ ჩრდილოეთ კორეაში დააპატიმრეს სამხედრო ხომალდის დაზიანებაზე პასუხისმგებელი პირები