„მოთხოვნილია, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩატარდეს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება იმ ფაქტების დადგენის მიზნით, რომლის შესახებაც სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. იმისთვის, რომ არ მოხდეს დანაშაულის კვალის გაქრობა, მოთხოვნილია საგამოძიებო მოქმედებების დაუყოვნებლივ ჩატარება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ჯანდიერმა, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა.
მისი თქმით, თუ გამოძიება არ იქნება ეფექტიანი, განიხილავენ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის საკითხსაც.
გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში გადაიყვანეს - ადვოკატი ამბობს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ეს ბრალდებულის სასამართლო პროცესებში მონაწილეობის სურვილით ახსნა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს მას შემდეგ, რაც:
„26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი“.
ასევე ნახეთ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შემდეგ, მისი ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს”.
ასევე ნახეთ ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში სასტუმროში ადვოკატს უნდა შეხვედროდა, რა დროსაც დააკავეს - The Guardian-ის წყაროები ასევე ნახეთ ბაჩიაშვილი საუბრობს „მკვლელობის შეკვეთაზე“, გაქცევის დეტალებსა და ივანიშვილის „სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე“29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილმა მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმის განხილვის დროს თქვა, რომ ის „მოიტაცეს“, თვალები აუხვიეს და საქართველოში „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.
ასევე ნახეთ გიორგი ბაჩიაშვილი: გამიტაცეს და თვალები ამიხვიეს, თვითმფრინავით ჩამომიყვანეს ასევე ნახეთ „ჯორჯიან ეარვეისი“ ბაჩიაშვილის საქმეზე: ბორტზე არაკანონიერი გზით მოხვედრა შეუძლებელია