ეგზიტპოლების თანახმად, სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალების კანდიდატი იმარჯვებს

წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებდა, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ლი იოლად გაიმარჯვებდა.

სამი ტელეარხის ჩატარებული ერთობლივი ეგზიტპოლის თანახმად სამხრეთ კორეის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალი კანდიდატი ლი ჯე-მიუნგი იმარჯვებს.

არჩევნები ქვეყანაში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც, ორი თვის წინ თანამდებობიდან გადააყენეს კონსერვატორი პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი. მან ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღება სცადა, თუმცა პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

ასევე ნახეთ სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა იუნ სოკ იოლის იმპიჩმენტი

სამხრეთ კორეის სამი ძირითადი ტელეარხის - KBS, MBC, SBS - მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ლი, სავარაუდოდ, ხმათა საერთო რაოდენობის 51.7%-ს მიიღებს და ბევრად გაუსწრებს მის მთავარ მოწინააღმდეგეს, კონსერვატორ კანდიდატ კიმ მუნ სუს, რომელსაც, ეგზიტპოლების თანახმად, ხმების 39.3% აქვს.

წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებდა, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ლი იოლად გაიმარჯვებდა. იუნის მიერ საომარი მდგომარეობის შემოღების მცდელობამ საზოგადოებაში ღრმა უკმაყოფილება გამოიწვია.