კიევზე მასირებული შეტევა იყო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ კიევის თავზე აფეთქებული რუსული დრონები. 2025 წლის 23 ივნისი

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს. არის მსხვერპლი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიევში დაშავდა სულ მცირე ხუთი ადამიანი. დაზიანებულია სახლები, ბიზნესცენტრი, სასწავლო დაწესებულება და მეტროს სადგურ „სვიატოშინის" შესასვლელი. გაჩნდა ხანძრები.

23 ივნისს, შუაღამის შემდეგ დრონებით შეტევა იყო კიევის ოლქზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

კიევის ოლქის ბუჩის და ბელოცერკოვსკის რაიონებში დაზიანებულია სახლები, სასტუმრო. გაჩნდა ხანძრები.

ასევე ნახეთ კიევში რუსული რაკეტით განადგურებულ სახლში სამძებრო ოპერაცია დასრულდა - ნაპოვნია 23 ცხედარი