თბილისის მერია ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო დაზარალებულ მოვაჭრეებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რომლის ჯამური რაოდენობაც 1 687 000 ლარია - მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, რამდენი ადამიანი მიიღებს დახმარებას ამ თანხიდან.
"ამჯერად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები, რათა ამ ადამიანებმა რაც შეიძლება მალე შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება", - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
ხანძარი ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე, რომელმაც დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი გაანადგურა, 2025 წლის 30 აპრილს გაჩნდა. ხანძრის შედეგად თითქმის სრულად დაიწვა ბაზარში მოვაჭრეთა ქონება და პროდუქცია.
ასევე ნახეთ 3 პროექტი - შენდება რამე დამწვარი ბაზრობის ახლოს? ასევე ნახეთ რა მოხდა, რამხელაა ზარალი და ვის მოსთხოვონ კომპენსაცია? - ხანძრით დაზარალებულთა ამბები ასევე ნახეთ „აზრზე არ ვარ, დაზღვევა იყო თუ არა“ - რატომ არ აქვთ მოვაჭრეებს ბაზრებში არც უსაფრთხოება და არც დაზღვევა?