აეროპორტში მის ცხედარს არაერთი ადამიანი დახვდა - მოქალაქეები, ყოფილი თანამებრძოლები, ნათესავები და მეგობრები.
„დიდება გმირებს“ - დაიწყეს მათ სკანდირება მას შემდეგ, რაც 55 წლის ასაკში გარდაცვლილი მებრძოლის ცხედარი აეროპორტიდან გამოასვენეს.
იგი უკვე გადაასვენეს თემქაზე, სადაც პანაშვიდები გაიმართება.
ვანო ნადირაძეს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ
უკრაინაში დაღუპული სხვა არაერთი მებრძოლის ჩამოსვენების შემთხვევისგან განსხვავებით, ვანო ნადირაძის ცხედარს აეროპორტში არ დახვედრია საპატიო ყარაული. თავდაცვის სამინისტროს ჯერ ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ვანო ნადირაძის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა 22 ივნისს ფეისბუკზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჰყვებოდა, რომ ვანოსგან დაახლოებით 19 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა, როცა ვანო ნადირაძემ მას თავისი ადგილმდებარეობის მონაცემები გაუზიარა და შველა ითხოვა.
პირველადი ცნობებით, იგი გულის შეტევით გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ოჯახი ოფიციალური დასკვნის მოლოდინშია.