ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თეირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების ერთგულია 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რჩება ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების და მისგან მიღებული გარანტიების ერთგული.

ცნობა, რომელსაც Reuters-ი ავრცელებს, არაყჩიმ X-ის საშუალებით გაავრცელა.

ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოსთან (IAEA) ირანის თანამშრომლობის შესახებ. „ჩვენი თანამშრომლობა სააგენტოსთან განხორციელდება ირანის სახელმწიფო უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს გზით უსაფრთხოების გასაგები მოსაზრებების გამო“, - აღნიშნა მან.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა 2 ივლისს ოფიციალურად შეაჩერა თანამშრომლობა გაეროს ბირთვული მეთვალყურეობის სააგენტოსთან (IAEA), რაც მოჰყვა ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ და სხვა ობიექტებზე ისრაელის და აშშ-ის უპრეცედენტო თავდასხმების სერიას.

ასევე ნახეთ ირანმა ისრაელის და აშშ-ის თავდასხმების შემდეგ თანამშრომლობა შეაჩერა გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან  

ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის და აშშ-ის თავდასხმების შემდეგ, ირანმა მკაცრად გააკრიტიკა ბირთვული სააგენტო დუმილის გამო.

ასევე ნახეთ სად არის ირანის ურანი? აშშ-ის დაბომბვის შემდეგ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა


ასევე ნახეთ ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანს სოლიდარობა გამოუცხადა „ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო - საელჩო


ასევე ნახეთ ისრაელის საელჩო შეძრწუნებულია მინისტრის მოადგილის მიერ ირანისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო