აშშ-მა ახალი სანქციები დააწესა ირანის ნავთობით ვაჭრობაზე

ხანძარი ირანში, თეირანის შაჰრანის ნავთობის საწყობში ისრაელის თავდასხმის შემდეგ. 15 ივნისი, 2025.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დააწესა ახალი სანქციები, რომლებიც ეხება სავაჭრო ქსელს, რომელიც ერაყის ნავთობად შენიღბულ ირანის ნავთობს კონტრაბანდისტული გზებით ავრცელებს და ასევე საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებსაც ჰეზბოლა აკონტროლებს.

კომპანიების ქსელი, რომელსაც ერაყელი ბიზნესმენი აჰმედ საიდი აკონტროლებს, მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანის ნავთობს - რომელიც ერაყის ნავთობად იყო შენიღბული ან მასთან შერეული - სულ მცირე, 2020 წლის შემდეგ ყიდულობდა და შემდეგ ჰყიდდნენ. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის თქმით:

„სამინისტრო გააგრძელებს თეირანის შემოსავლის წყაროების დევნას და გააძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას, რათა წაართვას მას ფინანსური რესურსები, რომლებიც მადესტაბილიზებელ საქმიანობას ხმარდება“.

ასევე ნახეთ ირანი ჩინეთისკენ იხრება, მაგრამ მზადაა პეკინი თანამშრომლობისთვის?

ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირსა და ჰეზბოლას კონტროლქვეშ მყოფ საფინანსო ორგანიზაცია „ალ-ყარდალ-ჰასანთან“ დაკავშირებულ ერთ ფირმას. დეპარტამენტის თქმით, ამ პირებმა მილიონობით დოლარის ფარული ტრანზაქციები განახორციელეს, რისი მეშვეობით ახეირეს ჰეზბოლა.

ასევე ნახეთ სად არის ირანის ურანი? აშშ-ის დაბომბვის შემდეგ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა