რუსეთმა უკრაინაში მოუმატა ქიმიური იარაღის გამოყენებას - აცხადებს 4 ივლისს გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახური (BND), ნიდერლანდელ კოლეგებთან ერთად მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
BND-ის მონაცემებით, რუსეთი იყენებს არა მხოლოდ ცრემლსადენ გაზს, არამედ "უფრო სახიფათო ქიმიურ ნივთიერებას - ქლორპიკრინს, - რომელიც მაღალი კონცენტრაციით, დახურულ სივრცეში შესაძლოა მომაკვდინებელი იყოს".
"ეს წარმოადგენს უფრო სერიოზულ დარღვევას ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციისა, რომელიც ამ საბრძოლო, მხუთავი ნივთიერების გამოყენებას კრძალავს ნებისმიერ გარემოებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრმა და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია დაუდასტურეს სააგენტო Reuters-ს.
ასევე ნახეთ უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა მასირებული შეტევისთვის 500-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა ასევე ნახეთ უკრაინამ და რუსეთმა ისევ გაცვალეს ტყვეები